ქათმის სტეიკი
- ფილე
- პომიდორი
- სულგუნი
- მარილი
- 1 ფილე
- 1 მარილი
- 1 პომიდორი
-
ქათმის ფილე ოდნავ დავბეგვოთ, შემდეგ კი მოვხარშოთ და გავჭრათ შუაზე (სტეიკის ზომაზე). მოვაყაროთ მარილი, ზემოდან დავადოთ პამიდორის მრგვალი ნაჭრები, რამოდენიმე დამარინადებული სოკო. შემდეგ დავადოთ ლორი, ბოლოს კი სულგუნის მოზრდილი ნაჭერი.
-
შევდოთ გახურებულ ღუმელში სულგუნის დადნობამდე. შემდეგ კი გამოვიღოთ და გემრიელად მივირთვათ კარტოფილ ფრისთან ანდაც პიურესთან ერთად.
ქათმის სტეიკი შეგიძლიათ შემდეგნაირადაც მოამზადოთ:
ტაფაზე დავასხათ ცოტა ზეტი, შევურიოთ ცხარე აჯიკა, დავასხათ თეთრი ღვინო და ავურიოთ ერთმანეთში. შემდეგ ამ მასაში ჩავაწყოთ მოხარშული ქათმის ფილე, და შევწვათ ( ღვინის დაშრობამდე). ამის შემდეგ კი ჩვეულებრივად დავალაგოთ ზემოთ ჩამოთვლილი ინგრედიენტები.
Comments are closed.